თსუ მედიცინის ფაკულტეტსა და ტაფტის (ბოსტონი, აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით თბილისიდან ბოსტონში გაემგზავრება კონკურსის შედეგად შერჩეული 5 სტუდენტი. გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებაზე პასუხისმგებელია თავად სტუდენტი.
სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებია:
1. მე-2, მე-3, მე-4 ან მე-5 კურსის სტუდენტები იმ გამონაკლისით, რომ მე-5 კურსის სტუდენტისთვის არ უნდა იყოს ბოლო (მე-10) სასწავლო სემესტრი;
2. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დონის შემოწმება მოხდება გასაუბრების საფუძველზე);
3. მოკლე სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
4. GPA-ის წარმოდგენა (სტუდენტური ბარათის ფოტო საკმარისი იქნება. მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტს შეარჩევს თავად კომისია ).
კომისიის შემადგენლობა:
პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი
პროფესორი რუსუდან ივანიშვილი
ასოცირებული პროფესორი ნატალია მანჯავიძე.
დოკუმენტების ატვირთვა იწარმოებს მეილზე : vladimer.margvelashvili@tsu.ge 2025 წლის 23 იანვრის 18 საათამდე.
კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე 133-ე ოთახში (ბელიაშვილის ქ.78, მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა).